გააგრძელე „პორტუგალია 2026“24 / 60 გვერდი შევსებულია · ბოლოს შეცვლილი გუშინ გაგრძელება →
პერსონალიზებული ფოტოწიგნი

შეინახე შენი ემოციები ფოტოწიგნში

ათასობით ფოტო ტელეფონში, რომლებსაც აღარავინ ათვალიერებს. ამოარჩიე საუკეთესოები, დაამატე ტექსტი, აირჩიე ფორმატი — ჩვენ კი მათ ფოტოწიგნად ვაქცევთ.

  • A4
  • მყარი ყდა
  • 60 ან 90 გვერდი
  • უფასო მიწოდება
რედაქტორი

როგორ შევქმნა ფოტოწიგნი

ნახე, როგორ იქცევა ტელეფონში შენახული ფოტოები დაბეჭდილ ფოტოწიგნად — ატვირთვიდან შეკვეთამდე.

  1. 01ატვირთეფოტოები კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან, QR კოდით.
  2. 02დაალაგეჩაალაგე ხელით ან შეავსე ავტომატურად და შეცვალე განლაგება.
  3. 03გააფორმედაამატე ტექსტი, სტიკერები და აირჩიე გვერდების ფერი.
  4. 04შეუკვეთეშეუკვეთე — ჩვენ დავბეჭდავთ და უფასოდ მოგიტანთ.

ფოტოწიგნი ყველა ამბისთვის

ქორწილის, მოგზაურობის, ოჯახის თუ საბავშვო ფოტოალბომი — ყოველ ამბავს თავისი წიგნი ეკუთვნის. აირჩიე შაბლონი, ჩასვი შენი ფოტოები და სიტყვები.

რატომ Amore-ს ფოტოწიგნი

ფოტოები ტელეფონში იკარგება. წიგნში რჩება.

ააწყვე ტელეფონზეც

რედაქტორი მობილურზე ისევე მუშაობს, როგორც კომპიუტერზე.

ავტომატური შევსება

ფოტოები გადაღების თარიღის მიხედვით თვითონ ნაწილდება გვერდებზე. მერე ნებისმიერ გვერდს შენებურად შეცვლი.

ბეჭდვამდე შემოწმება

დაბალი ხარისხის ფოტოსა და ცარიელ ადგილზე წინასწარ გაგაფრთხილებთ.

ქართული და ინგლისური

სათაურები და წარწერები ორივე ენაზე, ქართული შრიფტებით.

ფოტოწიგნის ფასი

ფასში შედის ბეჭდვა, მყარი ყდა, ხარისხის შემოწმება და მიწოდება. გვერდების რაოდენობას აწყობის დროსაც შეცვლი.

60 გვერდი

≈ 105 ფოტო · A4 · მყარი ყდა

[XX] ₾

უფასო მიწოდება საქართველოში

შექმნა

90 გვერდი

≈ 160 ფოტო · A4 · მყარი ყდა

[XX] ₾

უფასო მიწოდება საქართველოში

შექმნა
ყველა წიგნში შედის: A4 ფორმატიმყარი ყდა შენი ფოტოთიბეჭდვამდე ხარისხის შემოწმებაავტომატური ან საკუთარი განლაგებაქართული და ინგლისური ტექსტი

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ დღეში მზადდება ფოტოწიგნი?

ფოტოწიგნს [X] სამუშაო დღეში ვბეჭდავთ. მიწოდება უფასოა: თბილისში [X] დღე სჭირდება, რეგიონებში — [X] დღე.

რამდენი ფოტო ეტევა ფოტოწიგნში?

60-გვერდიან ფოტოწიგნში დაახლოებით 105 ფოტო ეტევა, 90-გვერდიანში — 160. კოლაჟის განლაგებით მეტიც.

შემიძლია ფოტოწიგნი ტელეფონიდან შევქმნა?

კი. ფოტოებს პირდაპირ გალერეიდან ატვირთავ, რედაქტორი კი ტელეფონზეც სრულად მუშაობს.

რა ზომისაა ფოტოწიგნი?

ფოტოწიგნი A4 ფორმატისაა (21 × 29,7 სმ), მყარი ყდით.

რით განსხვავდება ფოტოწიგნი ფოტოალბომისგან?

ფოტოალბომში ცალკე დაბეჭდილ ფოტოებს აწებებ. ფოტოწიგნში ფოტოები და ტექსტი პირდაპირ გვერდებზეა დაბეჭდილი, როგორც ნამდვილ წიგნში.

როგორ გადავიხადო?

[ბარათით ონლაინ ან გადარიცხვით]. გადახდის შემდეგ დადასტურებას ელფოსტაზე მიიღებ.

რჩევები, სანამ დაიწყებ

როგორ შეარჩიო ფოტოები, რომელი ფორმატი გჭირდება და როგორ ააწყო ამბავი ისე, რომ წიგნი ბოლომდე იკითხებოდეს.

ყველა სტატია →

შექმენი შენი ფოტოწიგნი, შეინახე ემოცია

ფოტოწიგნის შექმნა